დონალდ ტრამპი განკარგულებას აუქმებს - აშშ ფედერალურ გრანტსა და სხვა სახელმწიფო დახმარებას აღარ შეაჩერებს. უცხოური მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლი ამ განკარგულების მიმართ გამოწვეულ დაბნეულობასა და გაურკვევლობაში მედიას ადანაშაულებდა, წყარო აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ კანონმდებლებისა და სხვადასხვა შტატის მაღალჩინოსნებისგან უამრავი ზარი მიიღო კითხვით, ეხებოდა თუ არა ეს გადაწყვეტკილება მათ. თეთრ სახლში ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორიც ჩანდა და ამბობდნენ, რომ განკარგულება საჭირო იყო, რათა შეემოწმებინათ, თუ რამდენად შეესაბამებოდა ეს პროგრამები ტრამპის პოლიტიკის პრიორიტეტებს.ფედერალური გრანტებისა და სხვა სახელმწიფო დახმარების 90 დღით შეჩერების თაობაზე სხვადასხვა მედიასაშუალება ასევე წერდა, რომ ამ გადაწყვეტილების ფარგლებში ჩერდებოდა უკრაინის სამხედრო დახმარებაც.