"ქართული ოცნებისთვის" ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულმა საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია" - ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ჯერ კიდევ რჩება ევროსაბჭოს ასამბლეის წევრი, და მაშასადამე ქვეყანა უფრო ღრმა იზოლაციაში არ შევიდა, ოცნების მზაკვრული გეგმების მიუხედავად. მეორე მხრივ, კი ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლის გათვალისწინებით, მიღებული გადაწყვეტილება დროებითი და პირობითი ხასიათისაა და წარმოადგენს პოლიტიკურ მკაცრ გაფრთხილებას მმართველი გუნდის მისამართით. „ეს დღე და ეს გამარჯვება ეძღვნება მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს!"წერს სალომე ზურაბიშვილი