ვეტერან სპორტსმენებთან შეხვედრაზე მისულ ირაკლი კობახიძეს მედიის წარმომადგენლები მიხეილ მესხის სტადიონთან საპროტესტო აქციით დახვდნენ. მათ ამ ფორმით ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და მისი დაკავება გააპროტესტეს. მზია ამაღლობელი 18 დღეა შიმშილობს. მოქალაქეები მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს პერმანენტულად მართავენ. მედიის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ და მის პატიმრობას პოლიტიკურ შურისძიებას უკავშირებენ.