შსს-მ რიყის პარკში, მოზარდის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - Palitra News

შსს-მ რიყის პარკში, მოზარდის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

2025-01-29 15:55:45+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიყის პარკში, მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, რიყის პარკში მერვე კლასის მოსწავლე თხრილში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.

„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მე-8 კლასელი ბიჭის გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

გავრცელებული ცნობით, შემთხვევა შაბათს მოხდა. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე.