ნორვეგიის საგარეო უწყება - მზია ამაღლობელის გაუმართლებელი პატიმრობა მედიის წარმომადგენლებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების მხოლოდ ერთი მაგალითია - მოვითხოვთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - Palitra News

ნორვეგიის საგარეო უწყება - მზია ამაღლობელის გაუმართლებელი პატიმრობა მედიის წარმომადგენლებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების მხოლოდ ერთი მაგალითია - მოვითხოვთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

2025-01-29 15:12:35+04:00

მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, - ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღე. მისი გაუმართლებელი წინასწარი პატიმრობა მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების მხოლოდ ერთი მაგალითია. მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, - წერს ნორვეგიის საგარეო უწყება.