ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის - Palitra News

ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის

2025-01-29 12:43:04+04:00

„ბათუმელებისა“ და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 18 დღეა შიმშილობს. მოქალაქეები მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს პერმანენტულად მართავენ. მედიის წარმომადგენლები, აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ და მის პატიმრობას პოლიტიკურ შურისძიებას უკავშირებენ. მხარდამჭერი განცხადებები ვრცელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ ევროპელი თუ ამერიკელი დილომატებისგან. აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის ესტონეთის, დანიისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნის ლიდერები მზია ამაღლობელის დაუყონლებრივი გათავისუფლების მოწოდებით გამოდიან.