აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასნაქციების შემდგომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს. დონალდ ტრამპის გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ სამიზნე უნდა იყოს ის ინსტიტუტები, რომლებიც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ქონებას მართავენ. ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ უახლოეს მომავალში ამერიკულ სანქციებს ევროპული სანქციების შეუერთდება. ქართულ ოცნების ლიდერები კი კვალავ ირწმუნებიან, რომ მათი გუნდის წევრების წინააღმდეგ პოლიტიკური შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ არსებობს.