უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება და დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენების გამოიძიება - ასეთია მოთხოვნები, რომელსაც გაეროს ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას უყენებენ. ანგარიშს, გაერო-ს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ექსპერტებმა მიიღეს შემაშფოთებელი ინფორმაცია საქართველოში მომხდარი ცალკეული ინციდენტების შესახებ, შესაბამისად, გაეროს წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, მიიღოს კონკრეტული ზომები შემდგომი ძალადობის პრევენციისთვის.