აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პარტია „ქართული ოცნების“საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დასანქცირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ გამოდის. ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ აშშ-ს შეუძლია სანქციების დაწესება იმ ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ივანიშვილის ქონებას მართავს. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ სანქციების ინიციატივას ოპოზიციური პარტიების წევრი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ისინი ბიძინა ივანიშილის სანქცირებას მიესალმებიან და იმედოვნებენ,რომ სანქციების პაკეტი კიდევ უფრო გაფართოვდება, თუკი ქართველი ხალხი პროტესტს არ შეწყვეტს და დასავლეთს ხმას უფრო მკაფიოდ გააგონებს. ქართული ოცნების ოპონენტების თქმით, დასავლეთი „ქართული ოცნების“ რეჟიმს ღიად აკრიტიკებს და ქართველ ხალხს მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს. უმრავლესობის ლიდერები კი კვლავ შანტაჟსა და ზეწოლაზე საუბრობენ.