ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა სხდომაზე ქართველი დოპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები საქართველოსთვის მძიმედ, თუმცა „ქართული ოცნების“ დადებითად აფასებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი საკითხი არ დგება. საქართველოში კი, ეს ვითარება მმართველი პარტიის დამსახურებაა. მათი თქმით, ევროკავშირი სწორედ იმ ადამიანებს სჯის, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე არიან პასუხისმგებელი. ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს მიერ გასულ წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღების საპასუხოდ მიიღეს.