ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს ორ ვარიანტს სთავაზობს - დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით, ან პირიქით, არაღიარებას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი ახლა საქართველოს ოფიციალური პირებისგან ითხოვს გარანტიებს, რომ ისინი გულწრფელად აპირებენ დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნებას და წევრობის ვალდებულებების შესრულებას. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პირველ შემთხვევაში, ასამბლეა 2025 წლის აპრილში შეაფასებს წაყენებულ პუნქტებზე საქართველოს პროგრესს და საშუალება ექნება საქართველოს დელეგაციის მანდატებს გადახედოს, და მათ შორის შეაჩეროს კიდევაც.