თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. დედაქალაქის მთავარ გამზირზე უკვე ორი თვეა მოქალაქეები უცვლელი მოთხოვნების გარშემო ერთიანდებიან. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი დემონსტრანტები ქართული ოცნების მიერ მიღებულ გადაწყეტილებებს აპროტესტებენ. ხელახალი არჩევნების ჩატარების და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების უპირობოდ გათავისულების მოთხოვნით დღესაც, თბილისში, რამდენიმე აქციაა დაანონსებული მათ შორის 19 საათზე მასშტაბური პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ორ თვეზე მეტია მოქალაქეები ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას მოითხოვენ. დემონსტრანტები პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.