ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი ჯერ კიდევ ეჭვქვეშ დგას - რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები - Palitra News

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი ჯერ კიდევ ეჭვქვეშ დგას - რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები

2025-01-28 21:53:19+04:00

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი ჯერ კიდევ ეჭვქვეშ დგას - ამ დროისთვის აღნიშნული საკითხი გასაჩივრებულია და საჩივრის ავტორი შვედი დეპუტატი, ბორიანა ობერგი საქართველოს პარლამენტს ერთპარტიულს უწოდებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს საქართველოს დემოკრატიის დანგრევაში სდებს ბრალს. დარჩება თუ არა ქართული დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიღმა, ეს საკითხი ხვალინდელ კენჭისყრაზე გახდება ცნობილი. მანამდე კი პოლიტიკური მხარეები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ.