ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება უჩერდებათ - რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - Palitra News

ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება უჩერდებათ - რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები

2025-01-28 21:49:51+04:00

ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება უჩერდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე მიიღეს. ამ საკითხს უკვე გამოეხმაურნენ ქართველი პოლიტიკოსები. გარდა ამისა, აღნიშნულ თემაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც ისაუბრა.