საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ლილოს ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობს. უწყების უფროსის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია როგორც სასაწყობო ფართი, ისე ადგილზე არსებული მაღაზიები. უწყებაში აცხადებენ, რომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში 22-ი ავტოცისტერნაა და 120-ზე მეტი მეხანძრე მაშველია ჩართული.