ირანის პასუხი ამერიკის შეერთებულ შტატებს - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელისა და ამერიკის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მათ ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება. არაღჩიმ განმარტა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა მთელ რეგიონს საშინელ კატასტროფას მოუტანს და იმედოვნებს, რომ ეს არასდროს მოხდება.