უკვე 17 დღეა, რაც ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი შიმშილს აგრძელებს. მისი უფლებადამცვლები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. მისი გათავისუფლების მოთხოვნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც საკმაოდ მკაფიოდ ისმის. ამ დროს სპეციალური პენიტენციური სამსახური იმრწმუნება, რომ მზია ამაღლობელს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას აწვდიან. ამავდროულად, მოქალაქეები ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ. ამ წუთებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფისთან მზია ამაღლობელის მორიგი მხარდამჭერი აქცია იწყება.