ბინები როგორც ძველ, ასევე ახალ პროექტებში გაძვირდა. როგორც ქოლიერსის კვლევიდან ირკვევა გასულ წელს თბილისში 41 284 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყიდვები წლიურად 2%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში ბაზრის ზომა 12%-ით გაიზარდა და 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. გასულ წელს თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად 13%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფასები გაიზარდა როგორც ძველ, ასევე ახალ პროექტებში. 2024 წლის დეკემბერში ძველ პროექტებში ბინის საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე 1 211 დოლარით იყო, ახალ პროექტებში კი 1 087 დოლარი. ეს კი მაშინ, როცა 2023 წლის დეკემბერში 1 კვ.მ-ს ახალ პროექტებში საშუალოდ 1 020 დოლარად, ხოლო ძველ პროექტები 1 013 დოლარად იყიდდით.