ეროვნულმა ბანკმა დეკემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 28,6 მილიონი დოლარით შეავსო. ამის შესახებ Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში, 2024 წელს სებ-მა 482 მილიონ დოლარზე მეტი იყიდა და 917 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა, აქედან Bmatch პლატფორმით - დაახლოებით 535 მლნ დოლარი, სავალუტო აუქციონებზე კი 382 მლნ დოლარი. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა დეკემბრის მდგომარეობით, 4.45 მლრდ. დოლარს შეადგენს. სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის 25 თებერვალს გამოაქვეყნებს“