აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, 90 დღით უცხოური დახმარების პროგრამების შეჩერებასთან დაკავშირებით, უკრაინასაც შეეხო - თავდაპირველად ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომ ცვლილება უკრაინას არ შეხებია, თუმცა ახლა ცნობილი ხდება, რომ უცხოური დახმარების პროგრამების შეჩერება ომში მყოფ ქვეყანაზეც გავრცელდება. USAID უკრაინაში სკოლების აღდგენას, სამედიცინო სერვისების მიწოდებას და კრიტიკული ენერგეტიკული სისტემების შეკეთებას აფინანსებდა, თუმცა ახლა ორგანიზაციას 90 დღის განმავლობაში უკრაინაში ყველა პროექტის შეჩერება დაევალა.