ხარკოვში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა - Palitra News

ხარკოვში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

2025-01-28 12:38:32+04:00

ხარკოვში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია მოიცვა. დაზიანდა გაზსადენი, რომელიც ქარხანაში წარმოებისთვის გამოიყენებოდა. ხანძრის ლიკვიდაციაში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 12-ზე მეტი დანაყოფი და ხარკოვის საკრებულოს ტექნიკაა ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ორსართულიან შენობას მთლიანად მოედო, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.