ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელი 17 დღეა შიმშილობს. მისი უფლებადამცვლები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეშია. მისი გათავისუფლების მოთხოვნით გზავნილები ჟღერდება არა მარტო ქვეყნის, შიგნით არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ამ დროს სპეციალური პენიტენციური სამსახური იმრწმუნება, რომ მზია ამაღლობელი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით. პარალელურად, მოქალაქეები ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას პერმანენტუად ატარებენ.