ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ახლა საინტერესოა რა ზომებს მიიღებენ ევროკავშირის წევრები ქვეყნები ინდივიდულურ დონეზე. მხარდაჭერა ქართველ ხალხს, რომელიც ევროპული გზის დასაცავად იბრძვის და პერსონალური სანქციები იმ პირებს, ვინც ძალადობრივ რეპრესიებზეა პასუხისმგებელი - ასეთია ევროპალამენტარების გზავნილი ბრიუსელიდან. ქართული ოპოზიციური ფლანგი უფრო მკაცრ გადაწყვეტილებებს ელოდება ქართული ოცნება კი დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ტექნიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს.