მარკო რუბიომ და ანალენა ბერბოკმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილეს - Palitra News

მარკო რუბიომ და ანალენა ბერბოკმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილეს

2025-01-28 09:54:35+04:00

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ჩვენ გვსურს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ აშშ-ის ახალ მთავრობასთან. ევროპას სურს მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ბერბოკმა სატელეფონო საუბრის დროს.

მხარეებმა განიხილეს ნატო-ს ძლიერი ბლოკის მნიშვნელობა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, სიტუაცია სირიაში, ღაზას სექტორსა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე ჩინეთთან ურთიერთობების საკითხი.

ამასთან, მარკო რუბიომ და ანალენა ბერბოკმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობის საკითხზეც ისაუბრეს.