აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დონალდ ტრამპის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე მომუშავე რამდენიმე პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა. უცხოური მედიების ინფორმაციით, მოქმედი გენერალური პროკურორის თანამშრომლებისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მათ ტრამპის დღის წესრიგის კეთილსინდისიერად განხორციელებაში ვერ ენდობიან, რადგან მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეთ პრეზიდენტ ტრამპის სისხლის სამართლებრივ დევნაში.