სერბეთში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე აქციები გრძელდება - სტუდენტებმა 24-საათიანი საპროტესტო აქცია გამართეს და დედაქალაქის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს - Palitra News

სერბეთში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე აქციები გრძელდება - სტუდენტებმა 24-საათიანი საპროტესტო აქცია გამართეს და დედაქალაქის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს

2025-01-28 09:34:13+04:00

სერბეთში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე აქციები გრძელდება - სტუდენტებმა 24-საათიანი საპროტესტო აქცია გამართეს და დედაქალაქის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. მოგვიანებით სტუდენტებს ფერმერებიც შეუერთდნენ. მოქალაქეები მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ პირველ ნოემბერს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რა დროსაც ახალგარემონტებულ სადგურზე ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და 15 ადამიანი იმსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ობიექტზე უსაფრთხოების სტანდარტები დარღვეული იყო, რადგან ქვეყანაში სამთავრობო კორუფცია და ნეპოტიზმი მძვინვარებს. ისინი სწრაფ გამოძიებასა და მომხდარზე სერბეთის პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვენ. მმართველი კოალიცია ბრალდებას უარყოფს. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კი განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ.