ბელარუსის არჩევნებს უარყოფს უკრაინაც - ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან იყო ცნობილი. უწყების განცხადებით, ასეთ არჩევნებს სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული ძნელად შეიძლება ეწოდოს, პოლიტიკურმა რეპრესიებმა ხალხს ალტერნატიული არჩევანი წაართვა და თავად პროცესი „ერთი კაცის პოლიტიკურ შოუდ“ გადააქცია. უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ბელარუსები ევროპულ ოჯახში ყოფნასა და მშვიდობას იმსახურებენ.