საარჩევნო კომისიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, მსოფლიო ლიდერები კი შედეგებს არ აღიარებენ - ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ბელარუს ხალხს არჩევანი არ ჰქონდა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ბლოკი რეჟიმის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების გამოყენებას განაგრძობს და ამავდროულად გაგრძელდება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაც. ოპოზიციონერი ლიდერები კი დასავლეთს სანქციების გაფართოვებისკენ მოუწოდებენ და განმარტავენ, რომ სანამ ბელარუსი ლუკაშენკოსა და პუტინის კონტროლის ქვეშ იქნება, მთელი რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მუდმივი საფრთხე დაემუქრება.