არიერგადალახული ოპოზიციის მოსაზრებები ორად გაიყო. საკითხი ანტიკორუფციულ ბიუროში ქონებრივი დეკლარაციის წარდგენას ეხება. "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დეკლარაციას შევსებაზე უარს აცხადებენ, ხოლო პარტია გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები კი დეკლარაციების შევსებას აპირებენ. პოლიტიკოსები რომლებიც დეკლარაციის შევსებაზე უარს ამბობენ, განმარტავენ, რომ ისინი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ, შესაბამისად მათ როგორც დეპუტატებს დეკლარაციის შევსების ვალდებულება არ აქვთ. იმ პარტიის წარმომადგნლები, კი რომლებიც დეკლარაციის შევსებას აპირებენ, აცხადებენ რომ დოკუმენტების მიწოდება არანაირ კავშირში არ იქნება პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებასთან და ეს ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულების გამოვლენა იქნება.