სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენება წარადგინა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გამოირჩეოდა პოლიტიკური და მედია ლანდშაფტის მაღალი პოლარიზებით, ისევე, როგორც მწვავე დაპირისპირებით, ერთის მხრივ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, მეორეს მხრივ, მმართველ პარტიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის. იულიან ბულაი გამოსვლისას ასევე შეეხო პოსტსაარჩევნო პერიოდს და და აღნიშნა, რომ მოვლენები საქართველოში "საგანგაშოდ" განვითარდა. "მასობრივი დემონსტრაციები გამოირჩეოდა ძალადობით, პოლიციის სისასტიკით მომიტინგეების, ასევე ოპოზიციისა, სამოქალაქო პირებისა და ჟურნალისტების მიმართ"