ევროკავშირის საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო - ცალკეული ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ეს ჯერ კიდევ არ არასაკმაირისია. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ქართველი დიპლომატებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ახლა წევრმა ქვეყნებმა შიდა წესებში თავად უნდა დანერგონ. კალასის თქმით, არის საკითხები, რომელიც საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ შესაძლოა განიხილონ. საკითხზე კომენატრი გააკეთა ევროპარლამენტარმა, თიის როიტენიმ. მისი შეფასებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დიპლომატიური პასპორტის მფლობელი რამდენიმე ქართველის ე.წ „შავ სიაში“ შეყვანა არასაკმარისი, იმედგამაცრუებელი და სამარცხვინოა. სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შემდეგ კატეგორიებს შეეხება: საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ; ასევე საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, კვლავ ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის.