ევროკავშირის საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ქართული ოცნების ოპონენტები ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას მიესალმებიან. მათი შეფასებით, მსგავსი შეზღუდვები ქართული ოცნების ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ მიიღება. ოპოზიციური ძალები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელ შეხვედრაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ვინაიდან დაასანქცირეს არა ქართველი ხალხი, არამედ მათივე თქმით, დამნაშავე დიპლომატები.