ვიქტორ ორბანი - დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ - საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე - Palitra News

ვიქტორ ორბანი - დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ - საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე

2025-01-27 22:27:13+04:00

საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ. საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე“, - წერს ვიქტორ ორბანი.

შეგახსენებთ, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.