ვინ წარადგენს ანტიკორუფციულ ბიუროში ქონებრივ დეკლარაციას ვინ არა - ამ საკითხის გარშემო ბარიერგადალახული ოპოზიცია ორ ნაწილად გაიყო. კოალიცია ცვლილებისთვის და ნაციონალური მოძრაობის წევრები დეკლარაციას შევსებას არ აპირებენ, რადგან აცხადებენ რომ ისინი საქართველოს პარლამენტის მუშაობაში მინაწილეობას არ იღებენ და თავს დეპუტატებად არ თვლიან. პარტია საქართველოსთვის და კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები კი დეკლარაციების შევსებას მაინც აპირებენ. მათი განცხადებით, დოკუმენტების მიწოდება არანაირ კავშირში არ იქნება პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებასთან. მათივე თქმით, ეს ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულების გამოვლენა იქნება.