ევროკავშირის საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. გადაწყვეტილება ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე მიიღეს. საბჭოს განმარტებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შეეხებათ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, ასევე საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტის, საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს.