ირაკლი ზარქუა - ეს „მადამ მავნებელი“, ცრუ პრეზიდენტი, გიჟი რომ ჩადის და ამერიკელებს და ევროპელებს სთხოვს საკუთარი ქვეყანა როგორ დასაჯონ, ამის შემდეგ კიდევ ჩნდება კითხვა, ვის ემსახურებიან ისინი? - Palitra News

ირაკლი ზარქუა - ეს „მადამ მავნებელი“, ცრუ პრეზიდენტი, გიჟი რომ ჩადის და ამერიკელებს და ევროპელებს სთხოვს საკუთარი ქვეყანა როგორ დასაჯონ, ამის შემდეგ კიდევ ჩნდება კითხვა, ვის ემსახურებიან ისინი?

2025-01-27 15:40:12+04:00

რამდენიმე საათი რჩება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის გახსნამდე. ოპოზიცია ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და საპარლამენტო ფრაქციებს თხოვნით ჯერ კიდევ 9 იანვარს მიმართეს. “ქართული ოცნების” შეფასებით, ოპოზიციის ქმედებაში ახალი არაფერია და ოპონენტები საქართველოს ინტერესების დაზიანებასა და საკუთარ დესტრუქციულ დღის წესრიგს განაგრძობენ. როგორც ცნობილია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას როგორც “ქართული ოცნების” ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. შეუჩერდება თუ არა ქართულ საპარლამენტო დელეგაციას უფლებამოსილება?