საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება - Palitra News

საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება

2025-01-27 13:50:53+04:00

საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საარჩევნო კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებები დაგეგმეს. ცვლილება მათ შორის საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევას და მასთან დაკავშირებულ ჯარიმას ეხება.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონით აღნიშნულ ქმედებაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.