ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, უახლოეს პერიოდში ქართული ღვინო ტოკიოში, მადრიდსა და პარიზში იქნება წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი წარდგენა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ქართული ღვინის სპეციალურ პრეზენტაციაზე გაიმართება. ასევე ქართული ღვინის კომპანიები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გასტრო კონგრესში Madrid Fusión 2025-ში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც გაიმართება. თებერვლის დასაწყისში კი ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში.