“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ანტიკორუფციულმა ბიურომ ქონებრივი დეკლარაციის მოთხოვნით მიმართა. პარტიის განცხადებით, ისინი არ ეწინააღმდეგებიან ქონებრივი დეკლარაციების გამჭვირვალობას, თუმცა არ აპირებენ მის წარდგენას, როგორც პარლამენტის წევრები, რადგან პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ. ასევე ამბობენ, რომ მათ უკვე წარდგენილი აქვთ შესაბამისი დეკლარაცია, თუმცა არა როგორც პარლამენტის დეპუტატებს, არამედ როგორც ფიზიკურ პირებს.