აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიას სავიზო და სატარიფო შეზღუდვები დაუწესა. ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 26 იანვარს კოლუმბიამ უარი თქვა ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომლებშიც აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ. ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოლუმბიის მხრიდან ეს ქმედება აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ტრამპის გადაწყვეტილებით, კოლუმბიიდან აშშ-ში შესულ ყველა საქონელზე 25-პროცენტიანი საბაჟო გადასახადი წესდება. სანქციები ასევე მგზავრობის აკრძალვას, კოლუმბიის მთავრობის თანამდებობის პირებისა და მათი მხარდამჭერებისთვის ვიზების გაუქმებას მოიცავს. დონალდ ტრამპის განმარტებით, სავიზო სანქციები კოლუმბიის მთავრობის ყველა პარტიის წევრს, მათი ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებს შეეხება.