ბელარუსში საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაიწყო. სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 87,6% მოიპოვა. ლუკაშენკოს გარდა, არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს. ეგზიტპოლის თანახმად, ანა კანაპაცკაიამ 1,6%, ოლეგ გაიდუკევიჩმა – 1,8%, ალექსანდრ ხიჟნიაკიამ – 1,2% და სერგეი სირანკოვმა კი 2,7% მიიღო. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 325 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.