ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის პარალელურად, ცნობილია რომ საქართველოს საკითხზე ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც იმსჯელებენ. საუბრის თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოებაა. ოპოზიცია დარწმუნებულია რომ პარტნიორები ყურადღებას ,,ქართული ოცნების" პრორუსულ საგარეო კურსზე გაამახვილებს. მათივე თქმით, პარტნიორების მხრიდან ასეთი აქტიურობა, ქუჩაში გამოსული მოქალაქეების დამსახურებაა, რომლებიც უკვე ორი თვეა მთავარი მოთხოვნების გარშემო ერთიანდებიან.