ტრადიციულად, 26 იანვარსაც დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა მარში გაიმართა - Palitra News

ტრადიციულად, 26 იანვარსაც დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა მარში გაიმართა

2025-01-27 09:17:52+04:00

ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ტრადიციულად, 26 იანვარსაც დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა მარში გაიმართა. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობით საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ, რის შემდეგაც გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 3 თვის თავზე, თსუ-ს პირველი კორპუსიდან მსვლელობა დამკვირვებლებმაც გამართეს. მათ უცვლელი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. ,,ვითხოვთ ახალ არჩევნებს"- ეს არის ქუჩაში გამოსული მოქალაქეების მთავარი სათქმელი. ამბობენ რომ პროტესტი არ შეწყდება მანამ სანამ ხელახალი არჩევნები არ ჩაინიშნება და დაკავებული პირები არ გათავისუფლდებიან.