ამოქმედდება თუ არა “ქართული ოცნების” მისამართით სანქციების ახალი პაკეტი. ოპოზიციის ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორები ახალი ზომების მიღებაზე მსჯელობენ. მათი თქმით ევროპის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების მხრიდან ამ დროისთვის გამოყენებული სანქციები ერთგვარი გაფრთხილებაა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სანქციები არის ის მთავარი ინსტრუმენტი, რისიც ქართულ ოცნებას და მის დამფუძნებელს ყველაზე მეტად ეშინია. სწორედ ამიტომ, დარწმუნებულები არიან, რომ მათი და ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მისამართით სანქციებს ოფიციალური ვაშინგტონი და ევროპული ქვეყნები კიდევ ერთხელ დააწესებენ.