მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეეცვალა - Palitra News

მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეეცვალა

2025-01-25 20:13:41+04:00

მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეეცვალა - აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ქვეყნის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე უწოდა. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილებები შეერთებული შტატების მემკვიდრეობის შენარჩუნების ვალდებულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალსაც სულ მალე ოფიციალურად მაკკინლის მთა ეწოდება.