ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში “ჰამასმა“ ოთხი ებრაელი მძევალი გაათავისუფლა. მძევლები “წითელმა ჯვარმა“ ისრაელის თავდაცვის ძალებს გადასცა. სანაცვლოდ, ისრაელი 200 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. ისრაელსა და ”ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში “ჰამასმა“ გასულ კვირას სამი ებრაელი მძევალი გაათავისუფლა. შეთანხმების პირველ ეტაპზე კი მათი მხრიდან კიდევ 33 მძევალი უნდა გათავისუფლდეს.