თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა ნანგრევებში ცხედრები 15 საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ იპოვეს. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნგრევის დროს შენობაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მაშველებმა სამის გადარჩენა შეძლეს. დაშავებულები საავადმყოფოში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოინახულა. გამოძიების ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს. ეჭვმიტანილებიდან ორი ადამიანი შენობის პირველ სართულზე არსებული მაღაზიების მესაკუთრეა, დანარჩენები კი მაღაზიების ოპერატორები.