საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ვაშინგტონში ვიზიტი შეაჯამა. სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი საქართველოში არსებული სიტუაციის მიმართ დასავლეთის ყურადღების დაჩქარებაა. ზურაბიშვილის თქმით, ახლა მისი როლია პარტნიორებს სთხოვოს, რომ იზოლაცია ქართულ საზოგადოებას არ შეეხოს. მისივე თქმით, საქართველო ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა დაუბრუნდეს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ მთავარი მიზანი ახალი არჩევნების ჩანიშვნაა.