დღეს 15:00 სთ-დან დედაქალაქში სხვადასხვა საპროტესტო აქცია გაიმართა. ამჯერად კახა ბენდუქიძის კამპუსთან სტუდენტები და მათი ლექტორები შეიკრიბნენნ. ისინი მსვლელობით სხვადასხვა ტელევიზიის, პოსტ ტვ-ის, იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მივიდნენ. დემინსტრანტები თავისუფალ და სამართლიან მედია გარემოს ითხოვდნენ. სტუდენტები უერთდებიან იმ მოთხოვნებს, რომელიც პარლამენტთან უკვე 2 თვეა ჟღერდება. ხელახალი არჩევნების ჩანიშვნასა და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ მუსიკოსებიც. მოქალაქეები იკრიბებიან საკანონმდებლო ორგანოსთანაც.