მოსალოდნელი სანქციების საკითხი კვლავაც ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ამერიკის შეერტებული შტატების შემდეგ შესაძლოა დიდი ბრიტანეთი იყოს ის ქვეყანა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს. სანქციების მოლოდინში არიან ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველ გუნდში სადაც სანქციების საკითხს შანტაჟად აღიქვამენ. ამავდროულად სანქციების საკითხი აქტუალურია ევროპული ქვეყნების მხრიდანაც. თებერვლიდან დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის სავიზო შეზღუდვები ამოქმედდება.